LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახმარებისთვის მზად ვართ – იან კელი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე

110

“დახმარებისთვის მზად ვართ,” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა.

“ყველასათვის აშკარაა, რომ საგამოძიებო პროცესში  FBI-ის ჩართულობა  ტექნიკური  დახმარების თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალიან დაეხმარება. ამ ეტაპზე ჩვენ მეტი ინფორმაციის მოძიებას ვცდილობთ იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას. საქართველოს მთავრობასაც ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს. ეს საერთაშორისო საკითხია, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას, მით უფრო, როცა საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ, განსაკუთრებით გამოვთქვამთ მზადყოფნას ტექნიკურ საკითხებში. რაც შეეხება ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებას, ამ ყველაფერს დნმ-ის ანალიზი გვაჩვენებს. “ – განაცხადა იან კელიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g