LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინით უკვე 1 700 ადამიანია აცრილი, ვაქცინის გაკეთების პროზაული საკითხი, პატარა ზეიმად გადაიქცა: თენგიზ ცერცვაძე

108
FORTUNA.GE- (3)

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის დაწყების პირველ დღეს, 1 700 ადამიანი აიცრა.

ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობაზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი უაღრესად ორგანიზებულად მიმდინარეობს და ამ პროცესს მედიაც იდეალურად აშუქებს და ვაქცინის გაკეთების პროზაული საკითხი, პატარა ზეიმად გადაიქცა:

“„იყო საუბარი იმაზეც, რომ ქვეყნას გეგმა არ აქვს და ორგანიზებულად ვერ ჩატარდება, რომ ვაქცინა დარჩება აუთვისებელი, რისი დემაგოგია არ იყო! ამ დროს, ტარდება უაღრესად ორგანიზებულად. მედიამ გააშუქა, იდეალურად. არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში ასე საზეიმოდ, ასე ორგანიზებულად და აღმაფრენით ჩატარებულიყო ვაქცინაციის პირველი დღე. რომ გენახათ, ეს პროზაული საკითხი ვაქცინის გაკეთება, პატარა ზეიმად გადაიქცა. ყველა ერთმანეთს ულოცავდა, უხაროდათ. იმედი მიეცა ქვეყანას, რომ გაიხსნება ბიზნესი, ეკონომიკა და ყველაფერი კარგად იქნება.” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინაცია დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო. პირველ ეტაპზე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები