“პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ?” – ამბობს პარტია “მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ინტენსიურად გრძელდება აზრთა პოზიციების დაახლოვება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
როგორც ელისაშვილი ამბობს, საკითხების მცირე რაოდენობაა დარჩენილი, რომელშიც მხარეების პოზიციები არ დაახლოვებულა:
“რა ინფორმაციასაც ვფლობ, საკმაოდ ინტენსიურად მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების დაახლოვება. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ? არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო გავყიდეთ და დავახურდავეთ, 30 ვერცხლად გავყიდეთ – ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ეს არის.
არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ისედაც ყველაფერს მიხვდება. კი, პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოვებულა,”- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ეფექტიანად განხორციელდეს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა.
მედიატორი კრისტიან დანიელსონი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
