LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰონდამ“ კორონავირუსისგან დასაცავად სალონის ფილტრი დაამზადა

60
hondavscovid

იაპონურმა კომპანია Honda–მ ავტომობილის სალონისთვის ჰაერის ფილტრი შექმნა და ირწმუნება რომ სიახლე კორონავირუსის ვირუსსაც კი ებრძვის.

ახალი „ანტიკორონა“ ფილტრი ოთხი ფენისგან შედგება და სალონს მტვრის პატარა ნაწილაკებით დაწყებული, Covid-19–ის ბაქტერიებით დამთავრებული ყველაფრისგან იცავს.

„ახლა როცა მსოფლიომ ყველაზე უკეთ იცის, თუ რა საშიშია ვირუსია, ისეთი როგორიცაა Covid-19, ვფიქრობთ რომ ასეთ ფილტრებზე მოთხოვნა ძალიან გაიზრდება“ – განაცხადა Honda–ს პრეზიდენტმა.

ინოვაციური ფილტრი ევროპის ბაზარზე არსებულ ყველა მოდელზეა უკვე ხელმისაწვდომი, თანაც მისი დამონტაჟება ამ დროისთვის უფასოა. ამასთან, კომპანიამ გამოაქვეყნა რამდენიმე საჭირო რჩევა, რომელიც ავტომფლობელებსა და მათ მგზავრებს კორონავირუსისგან თავის დაცვაში უნდა დაეხმაროთ. მაგალითად, სალონის ფილტრი უფრო ხშირად უნდა გამოიცვალოს ვიდრე ჩვეულებრივ დროს ხდებოდა და ასევე სალონი ხშირად უნდა განიავდეს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g