LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აღარ აქვს პოლიტიკური კრიზისის დრო, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ: ჯეიმს აპატურაი

91
1543567225-ჯეისმ-აპატურაი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას Facebook-ზე ეხმიანება.

მისი განცხადებით, რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების მყარი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს აღარ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო, ამიტომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ.

“ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების მყარი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს აღარ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები კი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საერთო გზაზე, პოლიტიკური პროცესის წინ წასაყვანად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მედიაციის მცდელობას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება”, – წერს აპატურაი Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g