უკვე რამდენიმე კვირაა იტალიაში, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ რიდლი სკოტი კრიმინალურ დრამას იღებს. ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარ როლებს 34 პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა და 37 წლის მსახიობი ადამ დრაივერი ასრულებენ. ფილმში ასევე ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, რობერტ დე ნირო და ჯერემი აირონსი გამოჩნდებიან.
კინოროლისთვის სრულიად შეცვლილი ლედი გაგა – ვარსკვლავი ძაღლების დაბრუნების შემდეგ „გუჩის“ გადაღებებს დაუბრუნდა
„მისტერ და მისის გუჩი“ – „გუჩის სახლის“ გადაღებები სრულდება
ფოტო: დიახ, ეს ჯარედ ლეტოა – 49 წლის მსახიობის მორიგი შოკისმომგვრელი გარდაქმნა რიდლი სკოტის „გუჩის სახლისთვის“
გადასაღები მოედნიდან სულ ცოტა ხნის წინ უახლესი ფოტოები გავრცელდა. ლეგენდარული მამაკაცი მსახიობების გარემოცვაში მყოფი ლედი გაგა საოცრად გამოიყურება. მაურიციო გუჩის მეუღლის როლი გაგამ საოცრად კარგად გაითავისა.
ფოტოებში მას თეთრი, მაქმანებიანი კლასიკური კაბა, შავი აკადემიური სტილის ქვედაბოლო და კლასიკური პიჯაკი აცვია. მუქ ყავისფრად შეღებილ თმაზე კი ვუალი აქვს ჩამოფარებული.