როგორც ცნობილია, რიდლი სკოტი, ,,გუჩის” შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს. „გუჩის სახლის“ გადაღებები იტალიაში მიმდინარეობს. მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. ფილმში ასევე ისეთ მსახიობებს შეხვდებით, როგორებიც ჯერემი აირონსი, ალ პაჩინო და ჯარედ ლეტო არიან.
„მისტერ და მისის გუჩი“ – „გუჩის სახლის“ გადაღებები სრულდება
კინოროლისთვის სრულიად შეცვლილი ლედი გაგა – ვარსკვლავი ძაღლების დაბრუნების შემდეგ „გუჩის“ გადაღებებს დაუბრუნდა
ახლახანს ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი კადრები გავრცელდა. ამჯერად ფოტოობიექტივში 49 წლის ჯარედ ლეტო მოხვდა, რომელიც ფილმში პაოლო გუჩის როლს ასრულებს.
ზოგადად, ლეტოს გარდაქმნები უკვე საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის, მას საოცარი უნარი აქვს, კინოროლისთვის რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა ეს უკანასკნელი გარდასახვა მართლაც გასაოცარია, მსახიობის ცნობა შეუძლებელია.
ამჯერად ჯარედი გამელოტებული და გაჭაღარავებულია წარმოდგენილი. მას ულვაშებიც აქვს. გადასაღებ მოედანზე ლეტოს იისფერი ველვეტის კოსტიუმი ეცვა, მისი ცნობა შეუძლებელი იყო.