LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა – გამყრელიძე ახალციხეში მომხდარ ფაქტზე

371
gamkrelidze

საქართველოში ვაქცინაციის პროცესიში პირველი გართულება და გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც ვაქცინის შეყვანისას სწრაფად ვითარდება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ვითარდება.

ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც კაცობრიობა იყენებს, ანაფილაქციური რეაქცია მილიონზე ერთია”- თქვა ბრიფინგზე გამყირელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

 

 

magti 5g