ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი შესაძლოა, უკვე გარდავლილია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გაკეთდა ცოტა ხნის წინ კომენტარი.
“ბატონმა ლევან რატიანმა მიგვანიშნა, რომ ამ წუთას რა მდგომარეობაცაა, ცუდის მანიშნებელია. რაღაც კრუნჩხვები აქვს და ეს არის ცუდი მანიშნებელი. პირდაპირ არ უთქვამს დაიღუპაო, მაგრამ ამის მიმართულებით წაიყვანა საუბარი.
ახლა ვესაუბრე… შანსი არ არიო, ეს მიგვანიშნა, რომ რაც რეფლექსები აქვს, ცუდის მანიშნებელიაო”- აცხადებს ახალციხელი მედდის ოჯახის წევრი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია და არსებობს რისკი, რომ საბოლოოდ გული გაუჩერდეს.