LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ დროს შეიძლება გულის გაჩერებით დასრულდეს, კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გაგვაჩნია – რატიანი 27 წლის ექთანზე

285
ლევანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალციხელი ექთანის მდგომარეობა კრიტიკულია. რატიანი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მას ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული.

„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“.– განაცხადა ლევან რატიანმა.

“ღმერთო ეს შეგვაძლებინე… დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული, რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა… – ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.

საკმაოდ მძიმედ იყო, ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა – ლალი ტურძელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g