LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთო ეს შეგვაძლებინე… დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული, რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა… – ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

1720
befunky-collage-1-2020-11-13-14-40-06-416458

ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 27 წლის ექთანის მდგომარეობა დილით დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმედ რჩება და ამ დროისთვის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

მედიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. 27 წლის ექთნის მდგომარეობაზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ლევან რატიანი. მას აქვს იმედი, რომ შეიძლება გამოძვრეს მდგომარეობიდან.

წერს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანია ორ შვილს დედა გადაურჩინოს.

“ღმერთო, ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვიდობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისოდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედაა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი…. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა…..  ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!?????“- წერს ლევან რატიანი.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.

საკმაოდ მძიმედ იყო, ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა – ლალი ტურძელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g