LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონდიდის ეპარქიაში ტრაპეზი 200 კაცზე გაშალეს – მიტროპოლიტი სტეფანე „პატრიოტთა ალიანსს“ მასპინძლობს

122
trapezi

ჭყონდიდის ეპარქია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს  მასპინძლობს.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში 200 კაცზე ტრაპეზია გაშლილი.

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე საათის წინ ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი ჩამოიტანეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ ხატის ჩამოტანას, ასევე, მრევლისა და პარტაქტივის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩაყვანას ორგანიზება სწორედ მათმა პარტიამ გაუწია.

 წირვას ესწრებიან დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც. 

„მართლმადიდებლობის ზეიმია, ჩვენი აქტივისტებიც იყვნენ აქ, ხატი ჩამოაბრძანეს. ტრაპეზის რა გითხრათ, ყოველ კვირას ატარებენ. „მარშუტკები“ იყო, სუფრის რა გითხრათ. სუფრა მე არ მინახავს, თქვენ სად ნახეთ, წირვა მიდის ჯერ, არ დასრულებულა”, – აცხადებს გოჩა თევდორაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტი მოხდა. მრევლის ნაწილმა ახალი მიტროპოლიტის, მიტროპოლიტ სტეფანეს დანიშვნა გააპროტესტა.

პროტესტს კი ეპარქიაში რამდენიმე ადამიანის დაშავება მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა – დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც

“გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა” – ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ: საქართველოს საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g