LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა

51

პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან ერთმა პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს.

გაზეთის ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს, რომ 50 წლამდე მამაკაცი ფინანსური კომპანია Loomis-ის ოფისთან განლაგებულ სანაგვე ურნებში იქექებოდა. მოულოდნელად მან დაინახა, რომ კომპანიის ოფისის კარები ღიაა. რამდენიმე წუთში მან ოფისი ფულით სავსე ორი ჩანთით დატოვა.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის პოლიციისთვის მამაკაცი კარგად არის ცნობილი, მაგრამ ქურდობის შემდეგ ის აეროპორტის სიახლოვეს არ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები