მაშველებმა 4 მწყემსი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე იმყოფებოდნენ ნაპირზე უვნებლად გადმოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ 2 მწყემსს, ისინი პირუტყვის გარეშე კუნძულის დატოვებაზე უარს აცხადებენ და ცხვრის ფარასა და მსხვილფეხა საქონელთან ერთად ადგილზე რჩებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათ კარვები მიაწოდა.
ადგილზე რჩებიან მაშველებიც, მათი თქმით გაგრძელდება წყლის დონის მონიტორინგიც.