პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონია 2018 წლის 19 მაისს, შაბათს უინძორის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ კენსინგტონის სასახლის ოფიციალური გვერდი იუწყება. ამ ეტაპზე ქორწილის ცერემონიის სხვა დეტალები უცნობია. ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქორწილი მაისში იგეგმებოდა, თუმცა ოფიციალური თარიღი ამ დრომდე უცნობი იყო. საქორწინო ცერემონიამდე მეგან მარკლი მოინათლება.