პოეტი მაყვალა გონაშვილი ჟურნალ „გზასთან“ კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს:
„ერთი დღე მაინც უნდა იყოს, როდესაც დაგვიანებისა და ჯარიმის შიში არ გვექნება. ეს აკრძალვაც ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. ამ ერთ წელიწადში იმდენი გადავიტანეთ, რომ ამოსუნთქვაც საჭიროა. გარემო ძალიან აგრესიული გახდა და ეს სიტუაცია თუ არ შემსუბუქდება, ნორმალურ ყოფაში ყოფნა გაგვიჭირდება.
იცით, რა მაშინებს? – ასეთი სიძულვილი საქართველოში მხოლოდ 1990-იან წლებში ტრიალებდა: სხვისი მოსმენა არავის სურს, ყველას თავისი მოსაზრება ჰგონია ერთადერთი და უტყუარი, ამას ემატება ეკონომიკური სიდუხჭირე, დაუსრულებელი პოლიტიკური რყევები, უსახსრობა… მოკლედ, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. საბოლოოდ, ისევ ღმერთის იმედად ვართ – მხოლოდ ღმერთი თუ გვიხსნის ამ გაურკვევლობისგან…“