LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გზა პოლიტიკაში არ იქნება მხოლოდ ია-ვარდით მოფენილი, მას პასუხები აქვს გასაცემი: ხათუნა ლაგაზიძე

120
fortuna.ge (15)

“ყოფილი პრემიერი ხელცარიელი არ შემოდის პოლიტიკურ ველში. ის ხელდამშვენებული შემოდის საკუთარი ელექტორატით”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

“რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ გახარიას გზა პოლიტიკაში მხოლოდ ია-ვარდით იქნება მოფენილი და ეკლები არ გამოერევა. იმის მიხედვით ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი თუ დამოუკიდებელი მოთამაშე, მის წინააღმდეგ  გალაშქრებას ხელისუფლებისგანაც უნდა ველოდოთ და ოპოზიციისგანაც.

გახარიას პასუხი აქვს გასაცები როგორც 20 ივნისზე, ასე ანაკლიის პროექტზე და კიდევ სხვა საკითხებზე.” – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და დასძინა, რომ ამ დრომდე  „სენატორებმა ვერ დაინახეს ახალი პოლიტიკური პარტიების სახით იმგვარი მოთამაშეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის  შეუძლიათ ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაში, რაც  ყველაზე მეტად  დამაფიქრებელია, მათ შორის პოლიტიკური ელიტისთვის.”

ამ ფონზე საგულისხმოა გახარიას განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად დაანონსა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა ფრაზით, რომლითაც მან დასავლეთს მიმართა, რომ მისი მიზანია, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, ევროპული დღის წესრიგი შექმნა“. – ამბობს ლაგაზიძე.

ლაგაზიძემ სტუმრად ნინი ხუგაშვილთან ისაუბრა გახარიას მხარდამჭერი ამომრჩევლის შესახებაც.

“ამ ეტაპზე მისი ელექტორატი არის, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია მმართველი ძალით, მაგრამ არც არსებული სხვა პარტიებისკენ მიუწევს გული.

მეორეს მხრივ, ეს არის „ქართული ოცნების“ ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხმას იმიტომ კი არ აძლევდა, რომ მოსწონდა, არამედ იმიტომ რომ მასში ხედავდა „ნაციონალური“ რევანშისგან დამცავ ფარს. ამ ხალხის სოლიდური ნაწილი ახლა გახარიაში დაინახავს ამ დამცავ ფარს. რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მათ ინტერესებს წარმოადგენს.

ჩემი ვარაუდით  „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის სულ მცირე 10-დან 15-%-მდე გახარიას საბაზისო ელექტორატია. მისი ელექტორატის ზრდა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის წიაღში.

ასევე, „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა და ეს სრულიად გასაგებია. ამომრჩეველს იმედები გაუცრუა როგორც პოზიციამ, ისე ოპოზიციამ. რამდენად შეძლებს ამ ნიშის დაკავებას გახარია, ამას დრო გვიჩვენებს – ამბობს პოლიტოლოგი “კვირის თემასთან” საუბრისას.

 

 

 

 

magti 5g