LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გვარამია: „სასურველია, თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ-19-ის აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში…“

193
giagvaramia2045

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, გია გვარამია სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება „ფაიზერისა“ და ფილერის ურთიერთკავშირისა და შესაძლო გართულების შესახებ და ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა:

ბიძინა კულუმბეგოვი: „ვისაც ფილერი გვაქვს, ვიცრებით! ეს არაა ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება!!!“
“არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !!!!!!!!!” – კოტე მათითაშვილი

„კოვიდ 19-ს აცრას და დერმალური ფილერების  გართულებს შორის არსებული კავშირის შესახებ.

FDA-ს მონაცემებით, კოვიდ-1ის აცრას და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად იქნა აღწერილი 2020 წლის დეკემბერში, Moderna COVID-19 გამოცდის პერიოდში.

გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც სახის სხვადასხვა მიდამოში, ჰიალურონის მჟავის ფილერის შეყვანის ადგილზე განვითარდა შეშუპება.

სამივე შემთხვევაში შეშუპებამ გაიარა რამდენიმე დღეში, დამატებითი მკურნალობის შემდეგ.

სადღეისოდ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა  ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია.

გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე, აცრიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის.

 „ქალბატონების 60% ვერ აიცრება, რადგან ყველას ფილერი აქვს გაკეთებული...“

„ტვ პირველმა“ რამდენიმე ქალბატონი ჩაწერა, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა

ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით მედიკამენტურ მკურნალობას.

განსაკუთრებით ხშირია გართულება ფილერის შეყვანიდან 1, 1-5 წლის განმავლობაში.

მსგავსი გართულებები არ არის იშვიათი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც.

სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19 ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად.

კოვიდ-19-ით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების  განვითარების რისკი.

ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის და სხვა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, სასურველია, თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ-19-ის აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში.

ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე ვაქცინირებულმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი.

აცრის გაკეთების წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი, ფილერის გამოყენების ეპიზოდის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ადრე ფილერის შეყვანაზე გქონდათ გამოხატული შეშუპებები ან სხვა ალერგიული რეაქცია.

ბოტულინის ტოქსინზე, ჯერჯერობით გართულება არ არის აღწერილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g