პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში ფილერის და ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ უკუჩვენება არ არსებობს.
“არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !!!!!!!!! არანაირი კავშირი კონკრეტულად “ფაიზერის” ვაქცინასთან ამ რეაქციას ( როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს ! ყოველშემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე … აშშ – ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების ( ისიც “მოდერნას” ვაქცინაა ნახსენები და არა “ფაიზერის” ) ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც …
არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ( შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში …”, – წერს მათითაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ამ თემაზე ამირან გამყრელიძემ ისაუაბრა.
არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !!!!!!!!!
არანაირი კავშირი კონკრეტულად “ფაიზერის” ვაქცინასთან ამ…
Posted by Konstantin Kote Matitashvili on Thursday, 25 March 2021