LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად წარმოუდგენელი სცენა…ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ავად არიან Covid -19-ით და ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ – კოტე მათითაშვილი

6331
BeFunky-collage (7)

ექიმი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის ეხმიანება მედიკოსების ჯგუფურ ფოტოს, რომელიც დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან გადაიღეს.

მათითაშვილი წერს, რომ ამ ეპიდემიის დროს ეს სრულიად წარმოუდგენელი სცენაა.

“ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid -19 ით, ან სხვა უკურნებელი სენით და ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ … დისტანციის და დაცვის საშუალებების დედაც … ნიღბები ჯიბეში, ყბაზე, ფარები ხელში … სხვა დეტალებზე აღარ ვსაუბრობ … სრულიად წარმოუდგენელი სცენა … ? დღეს … გაგანია “კარანტინია” ქვეყანაში ! ისტორიული ფოტოა ეს !!! ყველანი გატესტილ-ნეგატიურები თუ არიან შესანიშნავია – მიუხედავად ამისა ქცევა და ნორმები …”-წერს კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსები შეიკრიბნენ.

შეხვედრა ლევან რატიანის ინიციატივით შედგა და იყო პირვლი მცდელობა ერთად შეკრებილიყო ყველა ის მედიკოსი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.

შეხვედრის დროს განიხილეს წინასწარი შედეგები და გაიმართა დისკუსია ვირუსთან დაკავშირებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები