“ჩვენ, ექიმები განცალკევებული ვიყავი, არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება,” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა, ექიმთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა – ლევან რატიანი
„გუშინ შეგპირდით, რომ ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ. აქედან გამომდინარე ინტერნეტ სივრციდან გადმოვედით სამუდამო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრების მიზანი სწორედ გახლდათ ჩემი ინიციატივა, რომ ქვეყნის ექიმები ვიღაცებს რომ ეგონათ, ვიყავით განცალკევებული, არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხდა ლევან რატიანმა.
ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, ეს საოცარია – თენგიზ ცერცვაძე
შეგახსნებთ, დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ლევან რატიანის ინიციატივით შედგა და იყო პირვლი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყო ყველა ის მედიკოსი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
შეხვედრის დროს განიხილეს წინასწარი შედეგები და გაიმართა დისკუსია ვირუსთან დაკავშირებით.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7-მა პაციენტმა დაამარცხა - სულ გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.