LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: „ვისაც ფილერი გვაქვს, ვიცრებით! ეს არაა ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება!!!“

200
kulumbegovi290

დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში იმ ადამიანებმა, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა, ორგანიზმში გარკვეული რეაქცია გამოიწვიოს და ადგილობრივი გართულება მოჰყვეს.

ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კი აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა, ვინც ფილერს მოიხმარს, ვაქცინის გაკეთებაზე უარი უნდა თქვან:

„ვისაც ფილერი გვაქვს, ვიცრებით :))) ეს არაა ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება!!! თუ ძალიან იშვიათად შეშუპება განვითარდა, რამდენიმე დღით სტეროიდი (მაგ. დექსამეტაზონი)  ინიშნება და უკვალოდ ქრება ესეც“.

 

ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები – გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g