LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის 9,9 მლნ ევროს გვაძლევს

95

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

მათივე ცნობით, „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.

ცნობისთვის, გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს და მას შემდეგ დაახლოებით 750 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორცებული, საიდანაც 50%ზე მეტი, 400 მლნ ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g