სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტისივტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასტუმროს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.
პოლიცია აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს.
რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად თბილისში დღეს ჩამოვიდა. ის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დაბადების დღის აღნიშვნას ასახელებს.
სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელთან“ იმყოფებიან, მოითხოვენ, რომ ვლადიმირ პოზნერმა საქართველო დატოვოს.