LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარა ტექსტილი“ დროებით იკეტება – თანამშრომლები დაინფიცირდნენ

129
5ede40b9782f6

ფოთში მდებარე სამკერვალო საწარმო „აჭარა ტექსტილი“ დროებით იკეტება. არსებული ინფორმაციით, მიზეზი თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებაა.

31 მარტის მონაცემებით, ფოთის „აჭარა ტექსტილში“ 29 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, პირველ აპრილს კი დამატებით 10 ადამიანს. როგორც „აჭარა ტექსტილში“ აცხადებენ, საწარმო საქმიანობას 10 დღით შეაჩერებს.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში, კორონავირუსის გამო, „ აჭარა ტექსტილის“ საწარმო დროებით ქობულეთშიც დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g