ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 758 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 11 603 მოქალაქე.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამაში 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო.
30 მარტიდან მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი, “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან ერთად, “ფაიზერის” კოვიდვაქცინით გაგრძელდა.
დღეიდან კი ვაქცინაციის პროცესში როგორც 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანებიც ერთვებიან.
კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:
ბოლო 24 საათში, კორონავირუსი 425-მა ადამიანმა დაამარცხა, გამოვლინდა ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.