LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს: გიორგი ბოტკოველი

64
გიორგი ბოტკოველი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს 10 აპრილიდან დაიწყებს.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რეგიონულ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

პარტიის გეგმის შესახებ კი მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველმა 15 მაისს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადრება და თქვა, რომ ეს დღე ბევრი გადაწყვეტილების მიმღები იქნება.

“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს

“ჩვენ როგორც ლიდერები, ისე აქტივი, მოვედებით მთლიანად საქართველოს და დავარწმუნებთ მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება ბევრი გადაწყვეტილების მიმღები.” – აღნიშნა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ მასშტაბური აქციის შესახებ 20 მარტს განაცხადა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მაშინ თქვა, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლოს კი 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

magti 5g