LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში, სროლის გამო, ორი მეტროსადგური დაიკეტა (ვიდეო)

96

ლონდონში, სროლის გამო, ორი მეტროსადგური – “ოქსფორდ სერკუსი“ და “ბონდ სტრიტი“დაიკეტა. ამ წუთებში , პოლიცია სროლასთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს. მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობას შენობებში თავის შეფარებას ურჩევენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, როგორ გარბიან მოქალაქეები ქუჩებში. ხალხში პანიკაა. ტერაქტზე განცხადება პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g