გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულებისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ კი ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩაინიშნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარის გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით 19 მარტს დაიწყო.
ამავე თემაზე:
„შეიძლება, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად” – ბრალდებული ექთნის დედა
“პრინციპში არაფერი მიქნია, ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია” – ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენება ვრცელდება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი
“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი
მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, გთხოვთ, ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილოთ: ანტონ ობოლაშვილი დეპუტატებს მიმართავს