LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა: შსს 

57
შსს

პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულმა პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებისთვის კარანტინის გაუქმებას ითხოვენ, 5 პირი დააკავეს

magti 5g