სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდში რუსულ კინოჰიტის, ელდარ რიაზანოვის „ბედის ირონიის“ რიმეიქს გადაიღებენ. მისი რეჟისორი მარიუს ვაისბერგი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის სამსახიობო ქასთი უკვე შერჩეულია, მთავარ როლებში ემა რობერტს, გარეტ ჰედლუნდს და ბრიტ რობერტსონს ვიხილავთ. ცნობისთვის ემა და გარეტი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან, სულ ცოტა ხნის წინ მათ პირველი შვილი შეეძინათ.
ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში, ბოსტონში დაიწყება. სიუჟეტი ორიგინალ ვერსიასთან იდენტური იქნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი საბჭოთა ფილმის რიმეიქი საერთაშორისო ბაზარზე გავა, ამ პროექტზე წლებია ვმუშაობ“ , – განაცხადა ვაისბერგა.
შეგახსენებთ, „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ 1975 წელს გამოვიდა, 2007 წელს კი ფილმის გაგრძელება გადაიღეს.