როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელიც წლობით გაიწელა, 57 წლის ჯონი დეპმა წააგო. მსახიობი ბოლომდე არ ნებდებოდა, გასულ თვეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ჯონი დეპს განაჩენის გასაჩივრებაზე უარი უთხრეს. საქმე ეხება იმ მონაკვეთს, სადაც ემბერი ჰარდი ჯონი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ფოტო: ემბერ ჰარდი ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს მიმართავს
ჯონი დეპის სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, შხაპი მიიღო და კოქტეილიც მიირთვა
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ სკანდალური საქმის შესახებ სამ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. „დეპი ჰარდის წინააღმდეგ“, ასე ერქმევა ფილმებს, რომელსაც უკვე მომავალ ზაფხულში ვიხილავთ. ტაბლოიდების ცნობით, მათი ხილვა დეპისთვის საკმაოდ მძიმე იქნება, თუმცა პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ეს საქმე იმდენად სკანდალური და სენსაციურია, რომ უბრალოდ შეუძლებელია ის ფირზე არ აღიბეჭდოს.
„ისტორია მულტიმილიონერ, გენიალურ მსახიობზე, რომელმაც საკუთარი კარიერა თავად გაანადგურა, ეს თემა იმდენად სენსაციურია, რომ მის შესახებ ფილმი აუცილებლად უნდა არსებობდეს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, მსახიობმა ყოფილ მეუღლეს, 628 000 ფუნტი უკვე გადაუხადა. რაც შეეხება ჯონი დეპის სამომავლო გეგმას, ის დანებებას კვლავ არ აპირებს, თუმცა თუ რა იქნება მისი ადვოკატების მორიგი ნაბიჯები, ჯერჯერობით უცნობია.