57 წლის ლეგენდარულ მსახიობს, ჯონი დეპს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს – სკანდალური სასამართლო პროცესი ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰარდთან და პრაქტიკულად განადგურებული სამსახიობო კარიერა, ყოველივე ამას მის სახლში შეჭრილი ბანდიტები ემატება.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობის სახლში, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს, უცნობი მამაკაცი შეიჭრა. პოლიცია ვარსკვლავის მეზობლებმა გამოიძახეს, ამ დროს დეპი სახლში არ იმყოფებოდა. შედეგად სამართალდამცავებს კარის შემტვრევა დასჭირდათ. ბანდიტი დაჭერილია, მას საქმე ვანდალიზმისა და ბანდიტობის მუხლით აქვს წაყენებული.
როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი დეპის სახლში ფანჯრიდან შეიპარა, მსახიობის ერთ-ერთ აბაზანაში შხაპი მიიღო და სრული კომფორტისთვის, კოქტეილიც მოიმზადა და მიირთვა, მას სახლიდან არაფერი წაუღია.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯონი დეპის სახლში უცნობი ადამიანი იჭრება. წლის დასაწყისში ამავე სახლში უსახლკარო ქალი შეიჭრა, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.