LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო“ – ექს-მეუღლის მიერ განადგურებული ჯონი დეპი გაძარცვეს

368
37716922-0-image-a-50-1610017038955

2020 წელი 57 წლის ლეგენდარული მსახობისთვის, ჯონი დეპისთვის ალბათ ყველაზე რთული იყო. მან სკანდალური სასამართლო  პროცესი წააგო, უწყებამ  ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ.  შედეგად  დეპს Warner Bros.-მა ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ კი ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა.

როგორც ჩანს, უსიამოვნებები არც 2021 წელს მთავრდება. ცოტა ხნის წინ ცნობლი გახდა, რომ ჯონი დეპის ჰოლივუდში მდებარე სახლში მძარცველი შეიჭრა. დასავლური მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც ჯონი ადგილზე არ იმყოფებოდა, სახლში უსახლკარო ქალი შეიჭრა, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მისი დაპატიმრება მაინც შეძლო. აღმოჩნდა, რომ მძარცველი ადრეც იყო ნასამართლევი ქურდობაზე. წაიღო თუ არა რაიმე მან მსახიობის სახლიდან, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები