როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელიც წლობით გაიწელა, 57 წლის ჯონი დეპმა წააგო. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯონი დანებებას არ აპირებს, სასამართლო პროცესი უკვე განახლდა, უწყებაში დეპი და ჰარდი არ გამოცხადნენ, მთელი დარტყმა საკუთარ თავზე ადვოკატებმა მიიღეს.
ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი დღეს განახლდება – ახალი დეტალები
ჩატარებული სასამართლო პროცესის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა პროცესზე ის ეპითეტები გასაჯაროვდა, რითაც განრისხებული დეპი ყოფილ მეუღლეს მოიხსენიებდა, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.
„გოლდ დიგერი“, „ოქროს მაძიებელი საზიზღარი არსება“, „მე მისთვის ხელი არ დამიკარებია“, „კიდევ კარგი წავიდა და მომშორდა“, „გული მერევა საკუთარ თავზე, მასთან როგორ ვიყავი“, „მე ის მძულს“, – სწორედ აღნიშნული ჩანაწერები გაარჩიეს ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე.