როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელიც წლობით გაიწელა, 57 წლის ჯონი დეპმა წააგო. ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნეს, ჯონი კი მოძალადედ. ამის შემდეგ, Warner Bros.-მა ჯონის ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ კი ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა.
წლის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯონი დეპი დანებებას არ აპირებს და სასამართლოს დასკვნას გაასაჩივრებს. საუბარია საქმის იმ მონაკვეთზე, სადაც დადგენილების მიხედვით ჯონი დეპმა მეუღლეზე 12-ჯერ იძალადა და მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯონი დეპი სასამართლოში ბიზნესმენ ელონ მასკს იძახებს. საჩივარი „ტესლას“ დამფუძნებლის წინააღმდეგ დეპის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს. ისინი ცდილობენ, ელონის დაკითხვის საშუალებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ნათელი მოჰფინონ და გაარკვიონ.
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება, დაესწრებიან თუ არა პროცესს ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი ჯერჯერობით უცნობია.