LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპმა ემბერ ჰარდი 7 მილიონის მითვისებაში დაადანაშაულა

327
37681966-0-image-a-30-1609954097002

როგორც ცნობილია, ჯონი დეპმა სკანდალური სასამართლო  პროცესი წააგო.  უწყებამ  ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ.  შედეგად  დეპს Warner Bros.-მა ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა.  თუმცა, როგრც ჩანს, ჯონი დეპი დანებებას არ აპირებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

თუმცა მანამ, სანამ მსახიობი არსებულ განაჩენს გაასაჩივრებს, ის ყოფილ მეუღლეს სხვა მხრიდან უტევს. ჯონი დეპმა ემბერ ჰარდი 7 მილიონი დოლარის  მითვისებაში დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ განქორწინების შემდეგ 34 წლის ემბერ ჰარდმა განაცხადა, რომ ჯონის ფული არ სჭირდება და სასამართლოს მიერ გადაცემულ მილიონს საქველმოქმედო ფონდებს აჩუქებს.

გამომძიებლები მთელი წლის განმავლობაში არკვევდნენ, თუ სად გადარიცხა ებერმა თანხა და აღმოაჩინეს, რომ ჰარდი ბავშვთა კლინიკებს მხოლოდ  100 000 დოლარით დაეხმარა, დანარჩენი კი მიითვისა.

დაველოდოთ,  როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი  შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“  ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა. ლეგენდარული მსახიობის კარიერა ფაქტობრივად დანგრევის პირასაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები