LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პროცესს აუცილებლად მოვიგებთ“ – ჯონი დეპი სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს – ახალი დეტალები

431
4567

როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო  პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ  ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ.  გასულ თვეს Warner Bros.-მა ჯონის  ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ კი ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა.

თუმცა, როგრც ჩანს, ჯონი დეპი დანებებას არ აპირებს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

„მოსამართლე დეტალურად არ გაეცნო იმ მტკიცებულებებს, რომელიც ჯონი დეპის მხარემ წარმოადგინა, მას არანაირი ანალიზი არ გაუკეთებია და ემბერ ჰარდის სიტყვებს ბრმად დაუჯერა, ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და პროცესს აუცილებლად მოვიგებთ“, – აცხადებს ჯონი დეპის ადვოკატი დევიდ შერმორნი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები