როგორც ცნობილია, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ. გასულ თვეს Warner Bros.-მა ჯონის ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა.
როგორც ჩანს, მსახიობის კარიერული განადგურება გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით კომპანიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.