ნუცა ბუზალაძე რუსულ შოუში “ყველა ერთად” დაბრუნდა და 100-ვე ჟიურის წევრის სიმპათია და ქულა მოიპოვა.
ნუცა შოუს გასული სეზონის მონაწილეა, თუმცა მეორე ადგილი დაიკავა. ახლა კი, როგორც ჩანს, მოსაგებად ჩავიდა მოსკოვში.
სერგეი ლაზარევი ნუცას გამოჩენას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, ისევე, როგორც ჟიურის სხვა წევრები.
ნუცამ უიტნი ჰიუსტონის რეპერტუარიდან Queen Of The Night ცეცხლოვნად შეასრულა და აღფრთოვნებაც დაიმსახურა. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი მისი ნაბიჯები ამ შოუში და მიაღწევს თუ არა მიზანს.