საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეიწყალებს.
ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.
ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი უკვე მოაწერმა „გირჩმა“.
რატომ არის 43% და რატომ არ არის 50… 43% რა ბაზარში ვართ?: სააკაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე
“გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა
„ლელო“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს
მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა
გარიგებაში ვერ და არ შევალ, ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა – მელია მიშელის განახლებულ დოკუმენტზე