LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას ჩამოსვლის ვისაც გჯერათ, დაელოდეთ: ვაშაძე

131
BeFunky-collage (1)

მიშას ჩამოსვლის ვისაც გჯერათ, დაელოდეთ, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

სააკაშვილმა თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

ვაშაძე კი ამბობს, რომ ვინ ჩამოვა და ვინ წავა, ეს ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

ამასთან, ვაშაძის თქმით, კარგია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის მოხსენიებული.

სააკაშვილი, რომ ვერ დაბრუნდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, დამბრუნებელი ცხრაჯერ დაბრუნდებოდა: ელისაშვილი

"სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ როგორ გამოვა. ეს არის პრეზიდენტ მიშელის, ევროპაში ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი და პატივსაცემი პოლიტიკოსის დაწერილი დოკუმენტი"

„მიხარია, რომ შეთანხმება, რომელშიც გული და სული ჩავდე პარტნიორებთან ერთად, იქცა საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად საქართველოში. კვირას იყო „ქართული ოცნების“ დესტრუქცია, ორშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქცია, გაიმარჯვა მესამე ხალხის გზამ. იმ გზამ, რომელიც არის წარმატების გზა. ამ გზით უნდა ვიაროთ დღეის ამას იქით.

მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის უკვე მოხსენიებული. ამიტომ ვამბობ, რომ გაიმარჯვა მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ და მიხარია, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს პარტნიორებთან ერთად. დანარჩენი, ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, თვითონ გადაწყვიტოს. ვისაც გჯერათ, რომ ჩამოვა, დაელოდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები