LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა 87 წლის ხარ და 31 წლით უმცროსი მამაკაცი გყავს –  ჯოან კოლინზი პაემანზე

10209
joankolinz

ლეგენდარული მსახიობი ჯოან კოლინზი პაპარაცებმა მორიგ პაემანზე დააფიქსირეს. 87 წლის მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთ რესტორანში, 56 წლის რჩეულთან, პერი გიბსონთან ერთად გამოჩნდა. ფოტოებზე წყვილი ხელჩაკიდებული მიემართება პრესტიჟული რესტორნისკენ.

ამასობაში მედიის ყურადღება 87 წლის ჯოან კოლინზის ელეგანტურმა ჩაცმულობამ მიიქცია. ვარსკვლავი შავ-თეთრ კაბასა და თეთრ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მას ულამაზესი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ეცვა, ანსამბლს კი ხელჩანთა ასრულებდა.

რაც ეხება კოლინზის 31 წლით უმცროს რჩეულს, პერი გიბსონი კრემისფერ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g