LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

43

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. თითქმის ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, კრიმინალისტებს საცხოვრებელ კორპუსში, დასუფთავების და სპეციალური ლაბორატორიის ჯგუფები ანაცვლებენ.

როდის დაბრუნდებიან ადგილობრივები საკუთარ სახლებში, ეს სწორედ კორპუსის მდგრადობის შესახებ, ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ გადაწყდება.

დღეს სპეცოპერაციის ადგილზე, კორპუსის 8 ბინა გაიღო. მაცხოვრებლები საკუთარი ნივთების გამოსატანად შეუშვეს. ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საცხოვრებელი ბინების შემოწმება მფლობელებთან ერთად მოხდა. მისივე თქმით, საექსპერტო სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსს სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამ დრომდე არ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი.

სპეცოპერაციიდან მე-17 დღეს ამ დრომდე ევაკუირებულია 25 ოჯახი. ამ დრომდე არ დაწყებულა ერთჯერადი დახმარებების გაცემა, რომლისთვისაც თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 ათას 500 ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g