LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი გზით ადგანან რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში: დავით მათიკაშვილი

70
სგსგ

ახლა ვაწყდებით ისეთ მოცემულობას, რომლიც ანალოგი ძნელად მოიძებნება მსოფლიოში, – ასე ეხმაურება იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას პრინციპულ გადაწყვეტილებას გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით.

როგორც მათიკაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, ყველა ლეგალური გზა არსებობს ნიკა მელიას მხრიდან, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუმცა, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას უარი მისი პარტიის მიზნის ილუსტრაციის კიდევ ერთი მაგალითია.

როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” რუსული პოლიტიკის გატარების გზას ადგას საქართველოში.

“რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პარტიისთვის და მისი ე.წ. ლიდერისთვის, რომელიც თავს დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიად ასაღებს, როდესაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები პირდაპირ მოუწოდებს, რომ კონკრეტული ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე შეასრულოს და ის მაინც არ ასრულებს.

როდესაც ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს არ ეთანხმები, მერე “ქართული ოცნების” მხრიდან შეწყალებას როგორ უნდა დაეთანხმო?: ირაკლი კობახიძე

რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, როდესაც კონკრეტული გირაოს თანხა ევროკავშირიდან მომდინარეობს და ნიკა მელია მაინც უარს ამბობს. მარტივია, ძალიან კარგი ლუსტირება მოხდა პოლიტიკური პარტიების, თითქოს შირმად აღებული პროდასავლურობა “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან მარტივად ჩამოინგრა და ყველასთვის მარტივად აღსაქმელი გახდა, რომ ეს არის ტყუილი.

არანაირი პროდასავლურ ორიენტაციაზე არ და ვერ შეიძლება საუბარი, როდესაც ქვეყანაში რამდენჯერმე ჩამობრძანებული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი, თვეების განმავლობაში მიმდინარებდა მედიაციის პროცესი, უამრავი მოწოდება იყო შეერთებული შტატებიდან შედით პარლამენტში, უკვე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერაა, მათ შორის ამავე პარტიის ზოგიერთი წევრის. ბუნებაში არ არის მიზეზი, რომ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი გზით ადგანან რუსული პოლიტიკის და რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში”.- განაცხადა დავით მათიკაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მთავარ საკითხად რჩება ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების  გზის მოძიება. გირაოს გადახდის გზაზე ნიკა მელიას პრინციპულად უარყოფითი პოზიციის გათვალისწინებით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ითქვა ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების გეგმაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g