ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა მოთხოვნით მიმართავენ, მათ შორის ერთ-ერთი კომენდანტის საათის მოხსნაა.
მათი განცხადებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ქვეყანაში სამუშაო პროცესი შეფერხებულია. მათივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, კომენდანტის საათის არსებობა ქვეყნისთვის ანტიპიარის ტოლფასია
„ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.