ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს უკრაინის პრეზიდენტი.
პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განადგურებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა.
„თუ პრეზიდენტ ზელენსკის სურს დაიწყოს ამ ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, 20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
„მზად ვარ, დონბასში, სადაც ომი მიმდინარეობს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვა შევთავაზო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
