LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი: თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე

186
tako-charkviani-w-h

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება.

“ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან.. ხინკალზე დავნიძლავდითო” თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი) ღმერთო, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი”,- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ერთ-ერთმ ლიდერმა, იაგო ხვიჩია “პალიტრანიუსში” თქვა, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ და როგორც მან აღნიშნა, მას და სანდრო რაქვიაშვილს ამ საკითხზე ნიძლავი აქვთ დადებული.

მე და სანდრო რაქვიაშვილმა ნიძლავი დავდეთ სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოვლენ: იაგო ხვიჩია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g