„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ნიკა მელიას საქმის მიმართ, ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით, ის სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა დიდი იმედი აქვს, რომ წინადადება გაზიარებული იქნება. იმისთვის, რომ მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება დაუყოვნებლივ შეიცვალოს და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გათავისუფლდეს.
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავდებობა გაზიარებული იქნება, თუმცა, ის სიტუაცია, რაც ახლა შეიქმნა, ადასტურებს, რომ ხელმოწერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამ დოკუმენტზე ნაჩქარევი იყო”. – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისი თქმით, შეიძლებოდა ამ დოკუმენტის გაუმჯობესება, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში, ისე, რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის საკითხში, შესაბამისად, კანდელაკის სიტყვებით, ასეთ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით.
“ახლა ნიკა მელიას სთავაზობენ, რომ ან გააკეთოს ის, რის გამოც თავდაპირველად ციხეში წავიდა – გადაიხადოს გირაო, ან ცდილობენ, რომ მასზე გადაანაწილონ ამგვარად ჩამოყალიბებული ამნისტიით 20 ივნისის დამნაშავეების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ მე შევცდები და თავდებობა იქნება გაზიარებული,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ამავე თემაზე:
თუ ეს შესაძლებელი იქნება, მზად ვარ, ნიკა მელიას თავდებში მეც დავუდგე: სალომე სამადაშვილი