LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 26 აპრილს იმსჯელებს

105
publika.ge-5e329454012b9

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს, 26 აპრილს იმსჯელებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე მიმართავს საზოგადოებას, აღდგომის დღესასწაული რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ.

„აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო.

წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ პერიოდში უფრო მოკრძალებულად გვმართებს საოჯახო თუ სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. ამაზე რეკომენდაციები როგორც შარშან, წელსაც იგივეა. სასურველია, რომ ტაძრებში დაცული იყოს დისტანცია, ტაძარში ყველა იყოს პირბადით და რადგან ახლა ამინდები ამის საშუალებას იძლევა, წირვა-ლოცვის რადიოფიცირება მოხდეს, მრევლი იყოს უპირატესად გარეთ და გარეთაც დაცული იქნეს დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g